LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი ძმისშვილის, ემა რობერტსის ქორწილის შემდეგ ქალიშვილთან, ჰეიზელთან ერთად გამოჩნდა

104
download (12)

ჯულია რობერტსი და მისი 21 წლის ქალიშვილი, ჰეიზელ მოდერატი, აიდაჰოს შტატში, სან-ველიში სეირნობისას დააფიქსირეს, რაც საზოგადოების წინაშე დედა-შვილის გამოჩენის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ოსკაროსანი” მსახიობი ყოველთვის მკაცრად იცავდა შვილების პირად ცხოვრებას საზოგადოებრივი ყურადღებისგან, ამგვარმა საჯარო გამოჩენამ მედიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ოჯახური გასეირნება ჯულიას ძმისშვილის, ემა რობერტსისა და კოდი ჯონის გრანდიოზული, თუმცა ვიწრო წრისთვის განკუთვნილი საქორწინო ცერემონიიდან რამდენიმე დღეში შედგა.

პაპარაცების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 58 წლის ჯულიას გრძელსახელოიანი შავი კაბა და სათვალე ეკეთა, ხოლო ჰეიზელმა, რომელიც საოცრად ჰგავს დედას, არჩევანი შავ კარდიგანსა და პრინტიან შარვალზე შეაჩერა.

ცნობისთვის, 25 ივლისს, ჯულია რობერტსი მეუღლესთან, დენი მოდერთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ემა რობერტსის ქორწილს. ემა რობერტსი და კოდი ჯონი ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. რომანტიკული, ღია ცის ქვეშ გამართული ცერემონია ნეფის ოჯახის კუთვნილ მამულში, მდინარის პირას შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, პატარძალი საკურთხეველთან თავის 5 წლის შვილთან, როუდსთან ერთად მივიდა, რომელიც მას გარეტ ჰედლუნდისთან ურთიერთობიდან ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ქორწილს არ ესწრებოდა ემას მამა, ჯულიას ძმა — ერიკ რობერტსი, რომელმაც მოგვიანებით საჯარო განცხადებით მიულოცა შვილს ეს დღე და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, ემამ ცხოვრება ისე აღნიშნოს, როგორც თავად სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები