ჯორჯ კლუნმა და მისმა მეუღლემ, ამალ კლუნმა, საფრანგეთის კურორტ, სენ-ტროპეში მსახიობის 65 წლის იუბილე, რომანტიკულ გარემოში აღნიშნეს.
წყვილი პაპარაცებმა სანაპირო კლუბსა და რესტორანში, Club 55 დააფიქსირეს, სადაც მეგობრებთან ერთად სადილობდნენ. ჯორჯი და ამალი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ. უცხოური მედიის შეფასებით, ისინი „შეყვარებულ თინეიჯერებს“ ჰგავდნენ.
ჯორჯ კლუნი კლასიკურ, თუმცა თავისუფალ სტილში იყო გამოწყობილი. ამალ კლუნის „ლუქი“ კი კრიტიკის ობიექტი გახდა. მას ჭრელი ტოპი და მოკლე ქვედაბოლო ეცვა, რომელსაც მან შავი მაღალყელიანი ჩექმები შეუხამა.
„ფეხზე რა კოშმარები აცვია!“, „რა შეუფერებლად აცვია“, „გემოვნება გაუფუჭდა“, არადა ადრე დახვეწილად იცვამდა“, – არ წყდება კომენტარები.
სამაგალითო წყვილი, სამაგალითო „ლუქით“ – ჯორჯ და ამალ კლუნები წითელ ხალიჩაზე ბრწყინავენ
„შეხედეთ მის ფეხებს“ – ჯორჯ და ამალ კლუნების გრაციოზული გამოჩენა