LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯი და შარლოტა ქეით მიდლტონის უახლოესი მეგობრის ქორწილში (ფოტო)

73

5 წლის პრინცი ჯორჯი და 3 წლის პრინცესა შარლოტა კვლავ პატარძლის დამხმარეები არიან. ამჯერად სამეფო ტახტის მემკვიდრეები ქეით მიდლტონის ბავშვობის მეგობრის, სოფი კარტერის ქორწილში იმყოფებოდნენ. ულამაზესი ქორწილის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ცხადია, პატარა მონარქების გამოჩენა გახდა. ჯორჯი თეთრ პერანგსა და ცისფერ შორტებში იყო გამოწყობილი, შარლოტა კი თეთრი კაბითა და თმაზე გვირგვინით პოზირებდა.

ქორწილს მიდლტონები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. ქეითი უახლოესი მეგობრის ქორწილში ქეთრინ უოკერის კაბაში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები