LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მსოფლიო რბენა დაიწყო (ვიდეო)

259

საქართველოში მსოფლიო რბენა wings for life – world run დაიწყო. სტარტის ხაზი კახეთში მონაწილეებმა უკვე გადაკვეთეს.

საქველმოქმედო აქციაში 70 000 ადამიანია დარეგისტრირებული. დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები…

ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აფინანსებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა”, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა” მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას.

„მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 7 მაისს ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები