LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე“ – კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

128
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები.

„ჩემი სხეულის ნაწილები როგორაა დასიებული და დალურჯებული“ -კახეთში ძლიერი სეტყვის შედეგებზე ინტერნეტ მომხმარებლები კადრებს ავრცელებენ

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ყვარელს მიაყენა. კერძოდ, ქალაქ ყვარელში, გრემში, ენისელში, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნაწილი, ავტომანქანები.

„ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა ყველა სოფელში. საავტომობილო გზებზე ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.

ვიდეო/ფოტო: “არ ჩერდება” – კახეთში ძლიერი სეტყვაა

17 სექტემბერს, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის – ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები უკვე განხორციელდა.

სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: დავით ჭაბაშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები