LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კალაძის თბილისობის დეფილე – თბილისის მერის მდიდარი გარდერობი

203

კახი კალაძე 6-7- ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულში მაქსიმალურად იყო ჩართული და ცალკე და ასევე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად თითქმის ყველა ღონისძიებას დაესწრო, რაც დღესასწაულის ფარგლებში იმართებოდა. სიტყვითაც წარდგა მაყურებლის წინაშე და ყველას მიულოცა თბილისობა.

პროგრამა კი მართლაც მრავალფეროვანი იყო, ისევე, როგორც თბილისის მერის გარდერობი, რომლის ნამდვილი დეფილე მოაწყო კახი კალაძემ. ის სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებდა ფოტო და ტელეკამერების წინ.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე ის თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში გამოწყობილი მივიდა, იასამნისფერი პულავერი კი ზედ ჰქონდა შემოხვეული, შემდეგ ის დაცვის წევრს გადასცა, მოგვიანებით, როცა დასცხა, პიჯაკი გაიხადა და პერანგზე პულავერი მოიგდო, რითაც ახალი იმიჯი შეიქმნა.

გთავაზობთ კახი კალაძის სხვადასხვა იმიჯს თბილისობის დღესასწაულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g