LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადის პრემიერი სამსახურში შვილთან ერთად მივიდა

107

კანადის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი პოლიტიკოსობა კარგ მამობას არ ეწინააღმდეგება და სამსახურში პატარა ვაჟთან ერთად მივიდა. როგორც ჩანს, ჯასტინ ტრუდომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების სიყვარული კიდევ ერთხელ დაემსახურებინა და ოფისში შვილთან ერთად გამოცხადაა.

მამა-შვილმა დღის განრიგი ერთად გაიარა, შემდეგ კი მათ ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, რომელზეც უმცროსი ტრუდო ძალიან გაერთო.

მოგვიანებით ამის შესახებ პრემიერმა „ფეისბუქზე“  პოსტიც დაწერა და მას რამდენიმე ფოტოც დაურთო. პოსტმა სულ რამდენიმე საათში ასი ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა და ტრუდოს ყველასათვის საყვარელი პოლიტიკოსის სტატუსი კიდევ უფრო გაუმყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები