LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერენ პენსი ნათია ფანჯიკიძით აღფრთოვანებულია – “ის არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს”

70

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე, კარენ პენსი ნათია ფანჯიკიძის საქმიანობით აღფრთოვანებულია, აშშ-ს მეორე ლედი „კამარას“ თანადამფუძნებელთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს „ტვიტერზე“ აქვეყნებს.

„წამყვანი არტთერაპისტი და „კამარას“ დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს საქართველოში, ძალიან ვისიამოვნე მასთან საუბრით,“ – წერს პენსი.

ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე აღნიშნავს, რომ შეხვდა „კამარას“ პაციენტებსაც და მოისმინა, რა გავლენას ახდენს არტთერაპია მათ ცხოვრებაზე.

 

 

კერენ პენსთან შეხვედრაზე წერს ნათია ფანჯიკიძეც.

„გვესტუმრა ამერიკის მეორე ლედი, კარენ პენსი, ადამიანი, რომელსაც ესმის მენტალური თერაპიის მნიშვნელობა, ესმის ჩვენი საქმის აუცილებლობა, იცის, რამხელა როლი აქვს არტ თერაპიას ადამიანის სასიცოცხლო ძალების აღდგენაში, უკეთესი ბედის ხელახლა შექმნის უნარის გამომუშავებაში.

მეორე ლედიმ დაათვალიერა კამარელების არტ თერაპიის პროცესში შექმნილი ნამუშევრები, ძალიან მოეწონა და ძალიან გაგვახარა. დიდი მადლობა პირველ რიგში მას, დიდი მადლობა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ კარენ პენსის ვიზიტისთვის მზადებაში, დიდი მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას სივრცის დათმობისთვის, ღირსეული მასპინძლობისთვის, უსაყვარლეს გიორგი კეკელიძეს, არანაკლებ საყვარელ გულიკო გორდელაძეს და ბიბლიოთეკის სრულიად ყველა თანამშრომელს, ვინც მთელი გულით გვეხმარებოდა გამოფენის მოწყობაში და უმადლობესი ჩემს კამარელ არტისტებს, თავიანი სულის საოცარი კუნჭულების ასე საოცრად გამოხატვისთვის,“ – წერს ფანჯიკიძე.

კერენ პენსი საქართველოში ქმართან ერთად ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები