LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „ჩვენი ნაკრები არის სამშობლოს სიმბოლო დღეს, ყველაზე დიდი ძალა, რომელიც სიყვარულის სახელით გვაერთიანებს… ნაკრების წევრების ქარდები დადის ყველგან…“

158
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე ჯაბა კანკავას „სთორის“ აქვეყნებს, სადაც საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჩანს და აღნიშნავს, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს სამშობლოს დიდი სიმბოლოა:

„ჩვენი ნაკრები არის სამშობლოს სიმბოლო დღეს, ყველაზე დიდი ძალა, რომელიც სიყვარულის სახელით გვაერთიანებს და მიგვიძღვის იქ, სადაც არის ჩვენი ისტორიული მისწრაფების ადგილი. ყველა ევროპულ ქვეყანაში „სახლი” და უერთგულესი მეგობრები გაგვიჩინეს. სამშობლო კიდევ ერთხელ დაგვიბრუნა თავისუფლებისმოყვარე ფრანგმა, რომელმაც შემოიკრიბა განსაკუთრებული თვისებების და აზროვნების გუნდი. ჰოდა, ნაკრების წევრების ქარდები დადის ყველგან, სულ კაები, სულ ქრაშები გვეუბნებიან, რუსეთს წიხლს ვკრავთ და გავაფრენთ ჯანდაბაშიო. ჯანი თქვენს წიხლებს, მეუთხარი.

პ.ს. ნაკრები ჩვენი გამოჯანმრთელების სომბოლოდ იქცა და განსაკუთრებით ხაზს ამიტომ ვუსვამ, თორემ ყველა ლამაზი, ყველა, გემრიელი, ყველა ჭკვიანი ერთ აზრზეა. სამუშაო დღეა, ცალ-ცალკე პოსტებად ვერ გადმოვიტან, ვერ მოვუვლი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები