LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაზე მეტ ლატარიას თამაშობენ ღარიბი ადამიანები. ყველაზე ხშირად ჰოროსკოპებით, მჩხიბავებით გართულები არიან ადამიანები, რომლებიც იმ წუთას რაღაც ტკივილს განიციდიან…“ – როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ფსიქოლოგს, ნათია ფანჯიკიძის განმარტებით

260
ნათია ფანჯიკიძე

საშა კაცმანის პოდკასტში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს იმის შესახებ, როდის იწყებენ ნიშნების შემჩნევას ადამიანები და რატომ მიმართავენ ლატარიას თუ ჰოროსკოპებს.

„ყველაზე მეტ ლატარიას თამაშობენ ღარიბი ადამიანები. ყველაზე ხშირად ჰოროსკოპებით, მჩხიბავებით გართულები არიან ადამიანები, რომლებიც იმ წუთას რაღაც ტკივილს განიციდიან. სხვადასხვა რწმენაში, ეკლესიაში ადამიანები მიდიან მაშინ, როცა ძალიან უჭირთ. როცა ცოტა გალაღდებიან, იტყვიან, ვერ ვიმარხულეო… თითქოს ადამიანს თავისი ძალა რომ ამოეწურება, როგორ გაუმკლავდეს გასაჭირს, ელის ნიშნებს, რომ განეწყოს, დააპროგრამოს თავი, იმედიანად იყოს… ერთი არის მენტალური, კლინიკური მდგომარეობები, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაუმწვავდეს რაღაც მომენტში, როდესაც ფსიქოთერაპია და მედიკამენტებია საჭიროა, ზოგჯერ არის ფსიქოტრავმა, რომელმაც გადაამტვრია ადამიანი და უჭირს გამკლავება, ზოგჯერ ადამიანს არ ამოუხტა არანაირი პრობლემა, მაგრამ მაინც სჭირდება ფსიქოთერაპია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები