LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსი „გრემიზე“ გრძნობებს ვერ მალავდნენ (ფოტო)

257

„გრემის“ რიგით 60-ე ცერემონიის ყველაზე რომანტიკული წყვილი ჯეიმი ფოქსი და ქეთი ჰოლმსი აღმოჩნდნენ. შეყვარებულებმა ცოტა ხნის წინ გაამხილეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან. ამჯერად კი საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ. ისინი ავთერფართიზეც ერთ მაგიდასთან ისხდნენ, სადაც კარგად ჩანდა, როგორი თბილი ურთიერთობა აქვთ მსახიობებს. საინტერესოა, რომ წყვილი უკვე 5 წელია ერთადაა, თუმცა საჯაროდ მათი ხილვა დიდი იშვიათობაა.

კეტი ჰოლმსს ტომ კრუზთან გაფორმებული საქორწილო კონტრაქტის მიხედვით, განქორწინების შემდეგ სხვა მამაკაცთან საჯაროდ გამოჩენა მინიმუმ 5 წლით ეკრძალებოდა. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა უკვე დასრულდა და ამჯერად 50 წლის ჯეიმი ფოქსი და 39 წლის კეტი ჰოლმსი შესაძლოა მალე დაქორწინდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები