LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტრინ ზეტა-ჯონსი მოდის კვრეულზე 14 წლის ქალიშვილთან ერთად მივიდა

283

მოდის კვირეულები – ეს არის ადგილი, რომელსაც ცნობილი კინოფესტივალების მსგავსად, უამრავი ვარსკვლავი სტუმრობს. ნიუ-იორკის მოდის კვირეული, სადაც ამ დღეებში ბრენდ „მაიკლ კორსის“ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა,  გამონაკლისი არ ყოფილა. სტუმრებს შორის ნიკოლ კიდმანს, ნაომი უოთსს და კეტრინ ზეტა-ჯონსს ნახავდით. ეს უკანასკნელი ღონისძიებას უფროს ქალიშვილთან, 14 წლის კერის ზეტა-დუგლასთან ერთად დაესწრო.

კეტრინს „მაიკლ კორსის“ შავი კაბა ეცვა, რომელიც ასევე შავი ტყავის ქამრით იყო გაფორმებული.

რაც შეეხებათ კიდმანსა და უოთსს, მსახიობები დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ისინი საღამოზე ერთად მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები