LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

86

ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობას ხე-ტყის ჭრის არნაირი სურვილი არ აქვს, თუმცა მათ სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

“არავის უნდა ხეების ჭრა. არ ვართ ბუნების წინააღმდეგ, პირიქით, იხაროს ხემ, მაგრამ მოსახლეობას სხვა გამოსავალი არ რჩება. ჩვენ დღეს შევთავაზეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რომ შემოგვთავაზონ ალტერნატივა, დაგვასაქმონ, განავითარონ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. გვითხრეს, რომ ერთმანეთში მოილაპარაკებენ. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ვართ, ძროხა ვერ გაგვიშვია გარეთ. გასულ წელს კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სვანეთი დაცული ტერიტორია გახდებაო, თუმცა გავიდა ერთი წელი და დაცული ტერიტორია კი არა გაამათხოვრეს ხალხი. შემდეგ ორი ჰესი აშენდებაო და რამდენიმე შენდება, აქედანვე იტყუებიან”,- ამბობს გარი ჩხვიმიანი. მისივე ინფორმაციით, სპეცრაზმი ხაიშიდან გაყვანილია, თუმცა სოფელთან ახლოს რჩება.
ადგილზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველo სოზარ სუბარი და შსს- წარმომადგენლები იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები