LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ბოლნისში – ტყეში გამხმარი ფოთოლი და ბალახი იწვის

56

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ,  ტყეში გამხმარი ფოთოლი და ბალახი იწვის, რის შედეგადაც არის დაკვამლიანება, ტყის მასივს და ხეებს ცეცხლი არ უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის, მარნეულისა და რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები.  ცეცხლის ლიკვიდაციაზე მეხანძრე-მაშველების 45-კაციანი ჯგუფი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები