LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი კალიფორნიაში – ცეცხლმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია

40

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებამდე მიაღწია. ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ტყეში სწრაფად ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავებულია პოლიციელი.

რამდენიმე ათასი სახლი ლოს-ანჯელესის მახლობლად აუცილებელი ევაკუაციის ზონაშია.

სტიქიის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები