LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლი პატრონს ნახანძრალი სახლის ადგილზე ერთი თვე ელოდებოდა

Untitled

ძაღლი სახელად მედისონი, პატრონს ნახანძრალ ტერიტორიაზე ერთი თვე ელოდებოდა. საქმე ეხება ხანძარს, რომელიც კალიფორნიის შტატში, ქალაქ პარადაისში გავრცელდა, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ანდრეი ჰეილორდმა, როდესაც ქალაქს ევაკუაციის დროს ტოვებდა, ვერ შეძლო ორი ძაღლის – მედისონის და მიგელის თან წაყვანა. ის ცხოველების უფლებადამცველ ორგანიზაციას დაუკავშირდა, რათა გაეგო რა ბედი ეწიათ ძაღლებს. როგორც მას ორგანიზაციაში უთხრეს, ძაღლები ხანძარს გადაურჩნენ. მიგელი პარადაისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ქალაქის თავშესაფარში აღმოჩნდა, მედისონი კი ისევ ნახანძრალ ქალაქში, პატრონის ყოფილ სახლთან იპოვეს – ის ადგილს დარაჯობდა. ცხოველთა უფლებადამცველებმა მედისონს საკვები და წყალი მიუტანეს, თუმცა მისი წამოყვანა ვერ შეძლეს, რადგან ძაღლი ახლოს არავის იკარებდა.

7 დეკემბერს ანდრეი ჰეილორდი როგორც იქნა დაბრუნდა პარადაისში, სადაც მას ერთგული ძაღლი ძველი სახლის ადგილას დახვდა.

ეს ისტორია Facebook-ზე ძაღლების უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაწერა.

https://www.facebook.com/K9PawPrintRescue/photos/a.655895884435273/2222431644448348/?type=3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები