LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს მარშალ გელოვანზე პატრულმა სამზოლიანი მოძრაობა გააჩერა, რომ ზებრაზე ძაღლი გადასულიყო…“

89
patrolnews

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესო შემთხვევის შესახებ წერს, რომელსაც თავად შეესწრო. მერაბი აღნიშნავს, რომ მას პატრულმა მანქანა გააჩერებინა, რადგან ქუჩაზე ძაღლი გადაეტარებინა.

გთავაზობთ პოსტს:

„დღეს მარშალ გელოვანზე პატრულმა სამზოლიანი მოძრაობა გააჩერა, რომ ზებრაზე ძაღლი გადასულიყო.

აღმართული ხელი რომ დავინახე, მეთქი, რა უნდა? მწვანე გვინთია. რომ გავჩერდით, ვიღაცას მეორე მხარეს  ხელს უქნევს და ეძახის – მოდი, მოდიო. ვუყურებ, არავინ ჩანს და უცებ კი გამოცუნცულდა ძაღლუკა. „დასტოინად“ გადაჭრა ზებრა და ჩვენც ველოდით, სანამ გადავიდოდა.

ძაან საყვარლობა კი იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები