LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ამერიკელ მიუსაფარ ძაღლს სათამაშო შეუყვარდა

139
cnndognews

ამერიკელ მიუსაფარ ძაღლს სათამაშო შეუყვარდა, სახალისო ნიუსს „სი ენ ენი“ ავრცელებს. ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ კენანსვილში მცხოვრებ მიუსაფარ ძაღლს, სახელად სისუს ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი სათამაშო მარტორქა „შეუყვარდა“. 1 წლის სისუმ ვარდისფერი მარტორქის მაღაზიიდან მოპარვა ხუთჯერ სცადა, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა.

საბედნიეროდ, გამოძახებაზე მისული ოფიცერი ცხოველების მოყვარული აღმოჩნდა და საქმის არსში გარკვევის შემდეგ, სისუს საყვარელი სათამაშო შეიძინა.

ძაღლი თავშესაფარში თავის საყვარელ მარტორქასთან ერთად გადაიყვანეს, თუმცა ისინი იქ დიდხანს არ გაჩერებულან. მას შემდეგ, რაც მათი ისტორია სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სისუმ და მისმა სათამაშო მარტორქამ დიდი პოპულარობა მოიპოვეს და მალევე ახალი პატრონიც იპოვეს. ახალ სახლში სისუ პატრონსა და თავის საყვარელ მარტორქასთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები