LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი რუსთავში – დაღუპულია 3 ადამიანი

82

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო, საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები