LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრებს პორტუგალიასა და ესპანეთში 39 ადამიანი ემსხვერპლა

66

პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო, ორი დღის განმავლობაში 39 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ Associated Press იუწყება.

პორტუგალიის ხელისუფლებამ 35 ადამიანის, მათ შორის 1 თვის ბავშვის გარდაცვალება დაადასტურა. სამოქალაქო დაცვის სააგენტოს პრესმდივანმა, პატრიცია გასპარმა, განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მისივე თქმით, დაშავებულია 56 ადამიანი, მათ შორის 16 – მძიმედ. 9 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

მეზობელ ესპანეთში ხანძრებს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონ გალისიაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ესპანეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ხანძრები ხელოვნურად არის გაჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები