LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიე ფახთაქორს: შოთა ტაშკენტში წავიდა

124

შოთა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 44 წლის ქართველ სპეციალისტს ოფიციალურად ხვალ წარადგენენ. წარდგენა და კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონია “ფახთაქორის” სტადიონზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის “მაქაბის” წვრთნიდა (5 იანვარს დატოვა კლუბი), მანამდე კი თურქულ კლუბებში მუშაობდა და „ქაისერისფორი”, “ქასამფიშა” და “ტრაბზონსფორი” გაუწვრთნია. კარიერის დასაწყისში კი შოთა „ალკმაარში“ ლუი ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.

რაც შეეხება “ფახთაქორს”, ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ ეს უზბეკეთის ყველაზე ცნობილი გუნდია და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაშიც გამოდიოდა, რომელთანაც თბილისის „დინამოს“ არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა დღეს უზბეკური გრანდს საუკეთესო ხანა არ უდგას და ქვეყნის ჩემპიონატში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები