LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“ – შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში მიიღებს მონაწილეობას

149
Untitled design

ფეხბურთელი შოთა არველაძე უკრაინის მხარდამჭერ, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიიღებს მონაწილეობას. თამაში ლონდონში, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია:

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.

მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის.

უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე“, – წერს შოთა არველაძე.

 

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის,…

Posted by Shota Arveladze on ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2023

 

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას: შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები