LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება

49

ხანძარი აჭარაში – ხულოში ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. შავნაბადას მთაზე ხანძრის ჩაქრობას 80 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. მიუდგომელი რელიეფის გამო, ცეცხლის კერებთან სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ცეცხლი, დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრ ტყის მასივზეა გავრცელებული.

„ცეცხლი თანდათანობით უფრო მატულობს, მით უმეტეს, ამას დაერთო ქარის პერიოდი და უკვე ძალიან საშიშია. მართალია, შერეული ტყეა, მაგრამ არის წიწვოვანი ტყეც და წიწვოვან ტყეებზე რომ გადავიდეს, მერე უფრო ზარალი მოიმატებს;ფართო მასშტაბით გავრცელდება, ტყეც დაიწვება და საძოვრებიც,“ – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები