LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი რჩევა ეფექტური დღის დასაწყებად

161

დილა – დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ აუცილებელია მისი სწორად ორგანიზება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა  ეფექტური იყოს თქვენი დილა და მაქსიმალურად პროდუქტიული მთელი დღე.  

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ამოცანები

ერთი შეხედვით, მთელი დღის საქმეების ჩამოწერა არაფრისმომცემი საქმიანობაა, რადგან გეგმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს, გაუთვალისწინებელმა მოულოდნელობებმა კი, დაარღვიონ უკვე დაგეგმილი მოქმედებები. თუმცა, ფსიქოლოგები ყველაფრის მიუხედავად მაინც გვირჩევენ გამოვნახოთ დილას რამდენიმე წუთი და ის ამოცანები ჩამოწეროთ ფურცელზე, რომელთა შესრულება პირველ რიგში მოგვეთხოვება. სპონტანურობა, როგორც აღმოჩნდა ყოველთვის სასარგებლო არაა და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ყველგან დაგვიანება ახასიათებს, ფურცელზე დაფიქსირებული მიზნები კი, პირველი ნაბიჯია პუნქტუალურობისკენ. გარდა ამისა, სპეციალისტები არა მარტო მიზნების ნუსხის შედგენას, არამედ ფურცლისთვის ჩვენი მოტივაციის გაზიარებასაც გვთავაზობენ, რაც  დაგვეხმარება ყურადღება არ მივაქციოთ ყოველდღიურ რუტინას და უფრო შემართულმა ვიბრძოლოთ მთავარი მიზნის მისაღწევად.

განთავისუფლდით პრობლემებისგან56

აუცილებელია ყოველი ახალი დღე სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ – ეს მთავარი წესია, რომლის გარეშეც პროდუქტიული მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შეეცადეთ ყველა პრობლემა გუშინდელ დღეს დაუტოვოთ, მთელი ყურადღება კი, სხვა რამეზე გადაიტანეთ –  დატკბით ახალი დღის დასაწყისით, არომატული ყავის პირველი ჭიქით ან ამინდით ქუჩაში, მაშინაც კი, თუ ის სულაც არაა იდეალური. დაანებეთ თავი გუშინდელ კონფლიქტებზე, წყენაზე და ყველა იმ ნეგატიურ მოვლენებზე ფიქრს, რომლებიც დისკომფორტს გიქმნიან. წარსული წარსულს ჩაბარდა და დაიწყეთ აწმყო ღიმილით. წარმოიდგინეთ, რომ ყველა გუშინდელი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც შეუძლებლად გეჩვენებოდათ, დღეს მარტივად მოგვარდება, რადგან როგორც ცნობილია, ჩვენს აზრებს მატერიალიზაციის უნარი ქავს.   

ივარჯიშეთ

მართალია, დილის ვარჯიშები არც ისე ეფექტურია, როგორც ბევრს ჰგონია (საღამოს ვარჯიშები ბევრად უფრო სასარგებლო და შედეგიანია), მაგრამ გამოფხიზლება მიუხედავად ყველაფრისა მაინც შეუძლიათ. მეტიც, ვარჯიშები დღის პირველ ნახევარში მთელი დღით ”გვამარაგებენ” ენერგიით და კიდევ ერთ მიზეზს გვაძლევს ვიამაყოთ თქვვენი ნებისყოფით. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ შეაქოთ საკუთარი თავი, რადგან თქვენგან განსხვავებით, ბევრს დილის გატარება თბილ და კომფორტულ საწოლში ურჩევნია, რასაც სამწუხაროდ ზიანის მეტი არაფერი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დილის ვარჯიშები არა მარტო ენერგიით გვავსებენ, არამედ გვეხმარებიან განვთავისუფლდეთ გასული დღის სტრესისგან. ასე რომ, თუ ჩვევად აქცევთ დილის ფიზიკურ დატვირთვებს, ყველა შანსი გაქვთ ახალი დღე მშვენიერი განწყობით დაიწყოთ და მოულოდნელ სირთულეებსაც სრულ მზადყოფნაში შეხვდეთ.

მიაქციეთ ყურადღება საუზმეს

405705_445192768908725_1829261083_nადრეული საუზმე ბევრისთვის პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიაა, რადგან ზოგჯერ ახალგაღიძებულზე ერთი ლუკმის გადაყლაპაც კი, შეუძლებელია. თუმცა, თუ გინდათ ენერგია მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნოთ, დილაობით საკვების მიღება მაინც მოგიწევთ. როგორც აღმოჩნდა, ის, ვინც უარს ამბობს საუზმეზე უფრო მეტადაა მიდრეკილი სტრესისკენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ, დეპრესიისკენ და იმუნიტეტის შესუსტებისკენ. გარდა ამისა, თუ თქვენ ფიგურის შენარჩუნებაზე ზრუნავთ, საუზმეზე უარის თქმით რისკავთ იმაზე მეტი მიირთვათ სადილად, ვიდრე საჭიროა. ამიტომ, დილის კვება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. პირველ რიგში დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რაც დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში, მიიღეთ შხაპი, ჩაიცვით და მხოლოდ ამის შემდეგ ისუზმეთ, ამ პერიოდში ყველა ორგანო მოასწრებს ”გაღვიძებას” და ნორმალურ ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ საუზმე აუცილებლად ნოყიერი უნდა იყოს, ნუ გადააჭარბებთ, რათა ენერგიის და მხნეობის მაგივრად უკუშედეგი – მთელი დღით მოთენთილობა და სიმძიმე არ მიიღოთ.  

განეწყვეთ სამუშაო რეჟიმისთვის

დილის რიტუალების ჩატარების შემდეგ გრჩებათ ყველაზე მთავარი – განეწყოთ სამუშაო რეჟიმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რჩევა საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერს, მისი შესრულება მაინც აუცილებელია დილის რიტუალების დასასრულებლად. მაშ ასე, კარგად დაფიქრდით, რა განგაწყობთ ყველაზე მეტად მუშაობისთვის. ნებისმიერი ადამიანისთვის ამგვარი პროცესი აბსოლუტურად ინდივიდუალურია – შესაძლოა ამაში ტანსაცმლის არჩევა დაგეხმაროთ ან რამდენიმეწუთიანი ფიქრი შესასრულებელ საქმეზე, მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებთ, მთავარია მოდუნებული მდგომარეობიდან გამოხვიდეთ და განეწყოთ მუშაობისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები