LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვანჭკარა + ჩურჩხელა – როგორია ”ყველაზე ქართული” ნაყინი?

517

ქართულ ბაზარზე კახური ჩურჩხელისა და რაჭული ხვანჭკარას შემადგენლობის ახალი ნაყინი გამოჩნდა. ”ყველაზე ქართულ” ნაყინს კომპანია Ice ‘N Rolls აწარმოებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის თანა-დამფუძნებელმა ნიკა ჩუგოშვილმა განუცხადა, პროდუქცია თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ისე ტურისტებისთვის.

”ბაზარზე სულ 2 თვეა გამოვჩნდით და მომხმარებლის ყურაღება უკვე მივიპყარით. ნაყინს ტაილანდური ტექნოლოგიით ვამზადებთ და მომხმარებელს საკუთარი ნაყინის შექმნას 40 სახეობის ინგრედიენტით ვთავაზობთ. მყიდველის განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი ალკოჰოლური ნაყინები იპყრობს, ვინაიდან, მსგავსი პროდუქცია ამდრომდე ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი არ ყოფილა”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ალკოჰოლის შემცველობით რამდენიმე ნაყინს ამზადებს: ღვინის, მარტინისა და ბეილისის ნაყინს.

”ყველაზე მოთხოვნადი მაინც ღვინითა და ჩურჩხელით დამზადებული ნაყინია. ნაყინის სითხეში ვურევთ ხვანჭკარას, შემდეგ ეს სითხე იყინება, დანადგარებზე ეხვევა და ბოლოს ზემოდან ვაყრით ჩურჩხელის ანათალებს. ამ პროცესის შედეგად ვიღებთ ქართული არომატის ნაყინს, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს”, – განმარტა კომპანიის თანა-დამფუძნებელმა.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, როგორც ნიკა ჩუგოშვილი ამბობს, ფასები 4 ლარიდან იწყება, ნაყინები ალკოჰოლის შემცველობით 7 ლარი ღირს.

ცნობისთვის, Ice ‘N Rolls-ის ნაყინები ამ ეტაპზე თბილისში მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთშია“ წარმოდგენილი. კომპანიის დამფუძნებლები კი კავკასიის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი: ნიკა ჩუგოშვილი და გიორგი რაზმაძე არიან. ბიზნეს იდეის ავტორები სამომავლოდ გაფართოებასა და დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გამოჩენას გეგმავენ, მანამდე კი Ice ‘N Rolls-ის ნაყინი GEM Fest -ზე გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები