LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი აფეთქება სირიაში – დაიღუპა 28, დაშავდა 135 ადამიანი

31

სირიის ქალაქ იდლიბში, 7-სართულიან სახლში, აფეთქება მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 28 და დაშავდა 135 ადამიანი. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელის, ხაჯ იუსუფის, ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან გრძელდება. ქვეყანაში შექმნილია დეესკალაციის 4 ზონა, რომელთაგან ერთი იდლიბში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები