LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ამხანაგური: მარტში ლატვიასთან

63

საქართველოს ნაკრებმა წელს მესამე ამხანაგური მატჩი თბილისში დაგეგმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ლატვიის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან. საქართველოსა და ლატვიის ამხანაგური მატჩი 28 მარტს გაიმართება.

ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი “დინამო არენაზე”, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები