LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ტერაქტი ლონდონში, არის მსხვერპლი

84

გამთენიისას ფინსბერის პარკში მდებარე მეჩეთთან სატვირტო მანქანა ხალხის ნაკადში შეიჭრა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ტერაქტი იყო.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

ბრიტანეთის მუსულმანურ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ საზარელი აქტი ისლამოფობიის გამოვლინება იყო.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის უცნობია.

მუსულმანები რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ, მორწმუნეები მეჩეთებში მთელი ღამის მანძილზე ლოცულობენ.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი მეჩეთს ტოვებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები