LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიდევ კაი, ნაგავს სამ სახვადასხვა ფერის პარკში არ აწყობთ”

132

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების საღამოს გატანასთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე განხილვებს ეხმაურება.

მისი თქმით, ცივილიზებულ ქვეყნებში, ნაგვის ღამით გადაყრა, მიღებული პრაქტიკაა.

“ადამიანებო, ცივილიზებულ ქვეყნებში მხოლოდ საღამოს 20 საათის მერე გამოაქვთ ნაგავი გადასაყრელად და გვიან ღამით გააქვს ნაგვის მანქანებს რა გაგიკვირდათ ნეტა ვიცოდე?… კიდე კაი საქართველოში დიფერენცირებული ნაგავის გადაყრა არ შემოუტანიათ, როცა ნაგავს სამ ნაწილად სამ სახვადასხვა ფერის პარკში აწყობ 1.(ქაღალდები და კარტონი) 2.(პოლიეთილენის და შუშის ბოთლები) 3.(საჭმელის ნარჩენები) და თან ეს ყველაფერი არა ერთ დღეს არამედ სამ სხვადასხვა დღეს გაგაქვს გადასაყრელად… ორშაბათს და ხუთშაბათს საჭმელის ნარჩენები, ოთხშაბათს ქაღალდები და კარტონები და პარასკევს პოლიეთილენის და შუშის ბოთლები….თორეეე თქვენ ჯიჯღინს რა გაუძლებდა?”, – წერს გიორგი ფოფხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები