LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში, ტელეკომპანია „ესპრესოსთან“ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

45

კიევში, ტელეკომპანია „ესპრესოსთან“ მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს..

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის რადას დეპუტატი, „რადიკალური პარტიის“ წევრი, იგორ მოსიჩუკი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დეპუტატის დაცვის წევრი კი ადგილზე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, მოსიჩუკი და მისი მცველი ტელეკომპანიიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მათ წინ გაჩერებული ავტომობილი აფეთქდა. საქმეს უკრაინის შსს იძიებს.

იგორ მოსიჩუკი ბატალიონ “აზოვის” ყოფილი წევრია. როგორც აცხადებენ, მას რამზან კადიროვთანაც კონფლიქტი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები