LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანის მესამე შვილის სუროგატი დედა პაპარაცების ობიექტივში მოხვდა (ფოტო)

101

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მესამე შვილს ელოდებიან. ცნობილია, რომ წყვილს მალე გოგონა შეეძინება, რომელსაც სუროგატი დედა აჩენს. პაპარაცებმა პირველად მოახერხეს უცნობი ქალბატონის დაფიქსირება, რომელიც კალიფორნიაში კარდაშიანებს სტუმრობდა. ამ დრომდე სუროგატი დედის ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, ფოტოებზე მისი სახე დაფარულია, რადგან ფოტოგრაფებს ქალბატონის გადაღების უფლება არ აქვთ.  ცნობილია მხოლოდ ის, რომ პატარა ქვეყანას ახალ წლამდე მოევლინება და ის წყვილისთვის მესამე შვილი იქნება. მეორე მშობიარობის შემდეგ კარდაშიანმა სუროგატ დედას მიმართა, რადგან მას საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა. კიმმა სუროგატზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის საგანგებოდ შეარჩიეს და მასთან ფანტასტიკური ურთიერთობა აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანმა ორსულობის შესახებ რეალითი-შოუს დროს, სექტემბერში განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები