LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლამაზი კაბების ზეიმი – დემი მური, სერენა უილიამსი და ენ ჰეთეუეი, ნიუ-ორკში გამართულ ღონისძიებაზე

209
დემი-მური

ნიუ-იორკში CFDA Fashion Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც მსოფლიო კინოსა და მოდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ყველასგან გამორჩეული იყო შავ სექსუალურ კაბაში გამოწყობილი კიმ კარდაშიანი, რომელმაც პრემია სერენა ულიამსს გადასცა. ეს უკანასკნელი ბრწყინავდა Chrome Hearts-ის გოტიკურ კაბაში. მსახიობი ნაომი უოთსი „კაროლინა ჰერერას“ კაბაში იყო გამოწყობილი, გვინეთ პელთროუმ კი, G. Label-ის შავ კლასიკურ კაბაზე გააკეთა აქცენტი.

განსაკუთრებულად მომხიბვლელი იყო ოქროსფერ სექსუალურ კაბაში გამოწყობილი დემი მური. 60 წლის ვარსკვლავი ანათებდა მინიმალისტური მაკიაჟითა და გაშლილი თმით. ცისფერ კაბაში ბრწყინავდა სცენაზე ენ ჰეთეუეი, რომელიც ღონისძიების წამყვანი გახლდათ.

დემი მურის ველური მოგზაურობა – 60 წლის მსახიობის შთამბეჭდავი ფოტოები

ნახეთ ისეთი კიმ კარდაშიანი, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს – რეალითი შოუს ვარსკვლავი CR Fashion Book-ის ფოტოსესიაში

სერენა უილიამსი, დები ჰადიდები, ირინა შეიკი და სხვა ვარსკვლავები „ვოგის ვერცხლისფერ წვეულებაზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები