კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 13 წლის ქალიშვილი, ნორთ უესტი, ბრიტანული ახალგაზრდული ჟურნალის, Dazed-ის, გარეკანზე მოხვდა. მოზარდმა ფოტოსესიისთვის მისი საფირმო ლურჯი თმა და პირსინგები მოირგო.
დედასთან, კიმ კარდაშიანთან ერთად მიცემულ ინტერვიუში ნორთმა განაცხადა, რომ თანატოლებისგან განსხვავებით, საერთოდ არ აინტერესებს „ბიჭები, ვეიპი და ცუდი რაღაცების კეთება“.
„ყველას ბიჭები, ვეიპი და ყველანაირი ცუდი საქმის კეთება სურს. მე ბიჭები არ მაინტერესებს, მხოლოდ ლურჯი თმა და პირსინგები მინდა“, – თქვა მან.
ნორთი ამჟამად მუსიკალური კარიერითაა დაკავებული. მან სადებიუტო ალბომი, N0rth4evr ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გამოუშვა, რომელიც რეპის, როკის, ემოსა და ჰაიპერ-პოპის ჟღერადობას აერთიანებს.
მაისში ის სცენაზე ამერიკელ რეპერ, მოლი სანტანასთან ერთად მოულოდნელად გამოჩნდა, ივნისში კი ჩიკაგოში Summer Smash Festival-ზე პირველი სოლო გამოსვლა ჰქონდა.
„არა, ეს ჩემი ჰობია. ეს არის ის, რაც მომწონს და რისი კეთებაც მინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში“, – განაცხადა მან.
ცხადია, ნორთის ვიზუალმა და თამამმა განაცხადებმა საზოგადოების კრიტიკა გამოიწია:
„ვის ჰგავს ეს გოგო საერთოდ?”, „რა შემზარავი აურა აქვს“, „გათამამებული ბავშვი“, „ეს მამაზე უარესი იქნება“, „რა საშინელი შესახედია“,„ვარსკვლავური მშობლების შვილის სინდრომი“.
„ვარსკვლავური მშობლების შვილის სინდრომი“ – ნორთ უესტის უახლესი გამოჩენა

