კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილმა, ნორდ უესტმა საზოგადოების ყურადღება ამჯერად ახალი მუსიკალური ვიდეოსა და ვიზუალის გამო მიიპყრო.
12 წლის გოგონამ ახლახან წარადგინა თავისი ახალი სიმღერა, #N0rth4evr, რომელსაც თან ახლავს განსხვავებული, ოდნავ შემზარავი ესთეტიკის მქონე ვიდეო. კლიპში ის სასაფლაოზე სეირნობს.
კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის უფროსმა ქალიშვილმა სადებიუტო სინგლი გამოუშვა
სიმღერა პოპ-როკ ჟანრისაა და ტექსტებში ის საუბრობს საკუთარი ცხოვრების სირთულეებზე, მათ შორის იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ცნობილი ოჯახის შვილი. ნორდი მღერის, რომ ადამიანები მუდმივად საუბრობენ მასზე.
ცნობისთვის, ეს ტრეკი მისი ამავე სახელწოდების სადებიუტო EP-ის მთავარი სინგლია, რომელიც პარასკევს გამოვიდა და ნორდის მუსიკალურ კარიერაში პირველი სერიოზული ნაბიჯია.
„ვის ჰგავს ეს გოგო საერთოდ?!“, „რა შემზარავი ვიდეოა“, „ეს მამაზე უარესი იქნება“, – არ წყდება კომენტარები.
