ბიანკა სენსორი და რეპერი, კანიე უესტი გარკვეული პაუზის შემდეგ ერთად ლოს-ანჯელესში, ფოტოსესიის გადასაღებ მოედანზე მისვლისას დააფიქსირეს.
ამ დღეს წყვილი სრულად შავ სამოსში იყო გამოწყობილი. ბიანკას პიკანტური, ბოდე ეცვა, კანიე კი თავისუფალი სტილის შარვალში იყო გამოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ ბიანკა და კანიე ბოლო პერიოდში ხშირად იქცევენ მედიის ყურადღებას. მათი ყოველი საჯარო გამოჩენა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი ხდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რა პროექტისთვის გაიმართა აღნიშნული ფოტოსესია.