სკანდალებით ცნობილი რეპერი, კანიე უესტი ახალი ფოტოების სერიას აქვეყნებს, რომელშიც მისი მეუღლე, ბიანკა სენსორი სამეჯლისო კაბებით პოზირებს.
31 წლის ბიანკა კადრებში ღრმა დეკოლტიანი კორსეტითა და ფუმფულა ქვედაბოლოთია წარმოდგენილი.
„სკანდალური წყვილი მოდის ინდუსტრიას თავდაყირა აყენებს“, – ასე აფასებენ მედიაში წყვილის ახალ კადრებს.
ბოლო პერიოდში კანიე და ბიანკა საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ერთად. ცოტა ხნის წინ ისინი შვეიცარიაში გამართულ Art Basel-ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენას დაესწრნენ, მოგვიანებით კი საქართველოშიც იმყოფებოდნენ, სადაც კანიე უესტმა მასშტაბური კონცერტი გამართა.
უცნაური და სკანდალური – კანიე უესტის ახალი კლიპი, რომლის რეჟისორიც ბიანკა სენსორია
მაიკლ ჯექსონის ორეული და უამრავი დაშიფრული დეტალი – კანიე უესტის ახალი სკანდალური კლიპი
კანიე უესტი საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს – ბიანკა სენსორის „ლუქი“ კაფე „სტამბაში“