კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი, ნორთ უესტი, „პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართული Vetements-ის ახალი კოლექციის ჩვენებას დაესწრო.
13 წლის ნორთი, რომელიც მუსიკალურ კარიერასაც იწყებს, ჩვენებაზე პირველ რიგში იჯდა. მას კომპანიას უწევდნენ რეპერი, მოლი სანტანა, რომელთან ერთადაც ის უახლოეს მომავალში საკონცერტო ტურნეს გამართავს და ასევე Tokio Hotel-ის წევრი, ბილ კაულიცი.
ახალგაზრდა ვარსკვლავის გამოჩენამ ჩვენებაზე მედიისა და მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. რატომღაც ნორთი მთელი ჩვენების განმავლობაში უკმაყოფილო სახით იჯდა.
„ვარსკვლავური მშობლების შვილის სინდრომი“, – ასე შეაფასეს კარდაშიანი-უესტის უფროსი ქალიშვილის უახლესი გამოჩენა.