დემი მური „პარიზის მაღალი მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი „ლუქით“ გამოჩნდა. 63 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, რომლებიც „სკიაპარელის“ შოურუმში სტუმრობისას არის გადაღებული. მასთან ერთად პარიზში მისი 32 წლის ქალიშვილი, თალულა უილისიც იმყოფებოდა.
„დედა-შვილის პარიზული ტურის შემდეგი გაჩერება… დაუვიწყარი შუადღე სკიაპარელში“, – დაწერა დემი მურმა ფოტოების აღწერაში.
რაც შეეხება „ლუქს“ ეს გახლდათ კრემისფერი აბრეშუმის ზედა და ქვედაბოლო, მის იმიჯს კვადრატული ფორმის ჩანთა, ნაქსოვი ფეხსაცმელი და დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.
„ორ თვეში დაბერებული, ასე იცის გადაჭარბებულმა პროცედურებმა“ – 63 წლის დემი მურის უახლესი გამოჩენა
ცნობისვის, მიმდინარე თვეს Haute Couture Fashion Week-ის ფარგლებში, „ბალენსიაგას“ შოურუმიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. მის გამოჩენას უამრავი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების აზრით, მსახიობს ასაკის მატება უეცრად, ერთბაშად შეეტყო.
„ორ თვეში დაბერებული“, „წითელ ხალიჩაზე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა“, „ასე იცის გადაჭარბებულმა პროცედურებმა“,- წერენ კომენტარებში.