LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეხედეთ მის ხელებს, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია“ – 63 წლის დემი მურის გამოჩენა „კანის კინოფესტივალის“ განხილვის მთავარ თემად იქცა

667
page

„კანის 79-ე კინოფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. თუმცა, ყველაზე დიდი რეზონანსი 63 წლის მსახიობის დემი მურის გამოჩენას მოჰყვა.

63 წლის დემი მური „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერ კაბაში „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე

მური, რომელიც წელს ჟიურის წევრია, „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერ კაბაში პოზირებდა, მას „შოპარდის“ შთამბეჭდავი ყელსაბამი ამშვენებდა.

განსაკუთრებული ყურადღება მურის სიგამხდრემ მიიპყრო. მსახიობი აშკარად ძალიანაა წონაში დაკლებული და ეს მას განსაკუთრებით ხელებზე ეტყობა.

„შეხედეთ მის ხელებს“, „ეს უკვე შეუქცევადი პროცესია“, „ოზემპიკის ბრალია“, „სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე აფასებენ დემი მურის უახლეს გამოჩენას.

ვიდეო: „ცელოფანი აცვია?…, სახის გადაჭიმვა დაავიწყდა?“ – 63 წლის დემი მურის უახლესი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები