LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორ თვეში დაბერებული, ასე იცის გადაჭარბებულმა პროცედურებმა“ – 63 წლის დემი მურის უახლესი გამოჩენა

397
page

ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური პარიზში, Haute Couture Fashion Week-ის ფარგლებში, „ბალენსიაგას“ შოურუმიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. 63 წლის მსახიობი შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა.

მსახიობმა ელეგანტური შავი ტოპისა და ქვედაბოლოსგან შემდგარი კოსტიუმი მოირგო, რომელიც მბზინავი დეტალებით იყო გაფორმებული. მან „ლუქს“ მუქი სათვალე, მაღალქუსლიანი სანდლები და „ბალენსიაგას“, 3 400 ფუნტის ღირებულების ჩანთა შეუხამა.

უახლეს ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების აზრით, მსახიობს ასაკის მატება უეცრად, ერთბაშად შეეტყო.

„ორ თვეში დაბერებული“, „წითელ ხალიჩაზე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა“, „ასე იცის გადაჭარბებულმა პროცედურებმა“,- წერენ კომენტარებში.

ფოტო/ვიდეო: 63 წლის დემი მურმა წითელ ხალიჩაზე „ბარბის იმიჯით“ გაიბრწყინა

ცნობისთვის დემი მური ბოლოს წითელ ხალიჩაზე ორი თვის წინ, „კანის კინოფესტივალზე“ გამოჩნდა და საზოგადოება მრავალფეროვანი „ლუქებით“ აღაფრთოვანა.

რა იქნება შემდეგი?! – ცელოფნის კაბის შემდეგ დაჭმუჭნილი ქაღალდი – დემი მური „კანის კინოფესტივალის“ წითელი ხალიჩის დაპყრობას აგრძელებს

ვიდეო: „შეხედეთ მის ხელებს, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია“ – 63 წლის დემი მურის გამოჩენა „კანის კინოფესტივალის“ განხილვის მთავარ თემად იქცა

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები