LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იქნება შემდეგი?! – ცელოფნის კაბის შემდეგ დაჭმუჭნილი ქაღალდი – დემი მური „კანის კინოფესტივალის“ წითელი ხალიჩის დაპყრობას აგრძელებს

160
page

„კანის კინოფესტივალის“ ფარგლებში ფილმ, „სამშობლოს“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. თუმცა, წითელ ხალიჩაზე 63 წლის დემი მურის გამოჩენა კვლავ ყველაზე განხილვად საკითხად რჩება. დღეს ყველა მხოლოდ მის „ლუქებზე“ საუბრობს.

ვიდეო: „შეხედეთ მის ხელებს, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია“ – 63 წლის დემი მურის გამოჩენა „კანის კინოფესტივალის“ განხილვის მთავარ თემად იქცა

გახსნის დღეს მან „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერი კაბა მოირგო. მომდევნო დღეს „გუჩის“ ექსკლუზიური, ლავანდისფერი კაბა, რომელიც ვიზუალურად გამჭვირვალე ცელოფანს მოგაგონებდათ.

სულ ცოტა ხნის წინ კი დემი გუჩის“ წითელი კაბით გამოჩნდა, რომელიც „დაჭმუჭნილი ქაღალდის“ ეფექტით გამოირჩეოდა. მსახიობმა აღნიშნული „ლუქი“ ბრილიანტის საყურეებით, სამაჯურითა და შავი კლასიკური ფეხსაცმლით დაასრულა.

ახლა ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება დემი მურის მორიგი მოდური განაცხადი.

ვიდეო: „ცელოფანი აცვია?…, სახის გადაჭიმვა დაავიწყდა?“ – 63 წლის დემი მურის უახლესი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები