„კანის კინოფესტივალის“ ფარგლებში, ფილმის Paper Tiger-ის პრემიერა გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ჟიურის წევრი დემი მური, რომლის ლუქი, ამჯერადაც გამორჩეული იყო.
63 წლის დემი მურმა ამჯერად პრემიერისთვის კაშკაშა ვარდისფერი Matieres fecales-ის მაქსი-კაბა შეარჩია, რომელსაც დიდი ბაფთა ამშვენებდა. მსახიობის ეფექტურმა „ლუქმა“ სოციალურ ქსელებში მალევე მიიპყრო ყურადღება და ბევრმა მას „ბარბის სტილი“ უწოდა.
„კანის კინოფესტივალი“ ტრადიციულად საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე იმართება. წლევანდელი ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა და 23 მაისს დასრულდება.