LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირამ კლარა ჩია მარტის მისი და ჟერარ პიკეს შვილების ნახვა აუკრძალა – რა წერია არტისტის მოთხოვნაში

272
page

49 წლის შაკირამ, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს, შვილებთან დაკავშირებულ შეთანხმებაში მკაფიო პირობა ჩამოართვა. პიკეს 27 წლის პარტნიორი, კლარა ჩია მარტი, ფეხბურთელის სახლში არ უნდა იმყოფებოდეს მაშინ, როდესაც იქ მათი შვილები, საშა და მილანი იქნებიან.

„აი ეს არის ნამდვილი რევანში!“ – შაკირას ტრიბუნიდან ექს-პარტნიორი ჟერარ პიკე ადევნებდა თვალს

როგორც წერილშია აღნიშნული, თავად ბავშვებსაც არ სურთ კლარა ჩიასთან ურთიერთობა. ამჟამად მილანი და საშა დედასთან მაიამიში ცხოვრობენ, ხოლო პიკეს შვილებთან რეგულარული შეხვედრების უფლება აქვს.

შაკირასა და პიკეს ურთიერთობის დასრულებამ ჯერ კიდევ 2022 წელს მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება. წყვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად იყო, საბოლოოდ დაშორდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკეს მომღერალთან ურთიერთობის პარალელურად კლარა ჩიასთან ჰქონდა რომანი, რომელიც შაკირაზე 22 წლით უმცროსია.

განშორების შემდეგ შაკირამ თავისი ემოციები მუსიკაში გადაიტანა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სიმღერა ყოფილ პარტნიორსა და მის ახალ ურთიერთობას ეხებოდა. ტრეკში მომღერალმა საკუთარი თავი ფუფუნების ბრენდებს შეადარა, პიკეს ახალი პარტნიორი კი გაცილებით იაფფასიან ნივთებს შეადარა. სიმღერამ სოციალურ ქსელებში უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია.

პირველი კოცნა – შაკირასა და მანუელ გარსია რულფოს ახალი ფოტოები

„ეს მართლაც ნამდვილი სიყვარული აღმოჩნდა“ – ჟერარ პიკე და კლარა ჩია მარტი ვენეციაში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები