მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შოუს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი შაკირა გახლდათ, რომელმაც სცენა Burna Boy-თან ერთად დაიკავა და სიმღერა Dai Dai შეასრულა.
მომღერლის გამოსვლამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სადაც გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მას ასაკი საერთოდ არ ეტყობა.
49 წლის შაკირა სცენაზე „რობერტო კავალის“ „ლუქით“ გამოჩნდა, რომელიც „სვაროვსკის“ კრისტალებით იყო გაფორმებული.
შოუს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს შაკირას ყოფილი პარტნიორი, ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე, რომელიც შეხვედრას მათ ორ ვაჟთან, მილანთან და საშასთან ერთად ესწრებოდა.
ფანებმა ამ ფაქტსაც იუმორით უპასუხეს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომენტარი იყო:
„აი ეს არის ნამდვილი რევანში, შაკირა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზეა, ესპანეთიც ფინალშია, პიკე კი მხოლოდ ტრიბუნიდან უყურებს. ახლა რომ დავფიქრდეთ, შაკირას მსოფლიო ჩემპიონატებზე უფრო ხშირად უმღერია, ვიდრე პიკეს უთამაშია“
შაკირა მართლაც მსოფლიო ჩემპიონატების განუყოფელ ნაწილად იქცა. მან 2006 წლის გერმანიის მუნდიალის დახურვის ცერემონიაზე Hips Don’t Lie შეასრულა, 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ყველასთვის ცნობილი Waka Waka იმღერა, ხოლო 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე — La La La. წლევანდელი გამოსვლით მან მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მეოთხე შოუ გამართა.
სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებელი მის გარეგნობას აღფრთოვანებით აფასებს:
„ვერ ვიჯერებ, რომ შაკირა 49 წლისაა, მაქსიმუმ 30 წლისას ჰგავს“, „შაკირა იმ იშვიათ ქალებს შორისაა, რომლებიც ასაკთან ერთად კიდევ უფრო ლამაზდებიან“, „მისი სილამაზე, ენერგია და ხიბლი მართლაც დროს უძლებს“, „FIFA-ს ნამდვილი ვარსკვლავი“
სიყვარული შაკირასაც ეწვია – 49 წლის არტისტი მანუელ გარსია რულფოსთან პაემნის დროს გადაიღეს
შაკირამ აღიარა, რომ ჟერარ პიკეს მიმართ კვლავ ორაზროვანი გრძნობები აქვს
