შაკირასა და ჟერარ პიკეს ურთიერთობა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. არტისტმა სასამართლოს შვილების მეურვეობის შესახებ არსებული შეთანხმების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. მომღერალს სურს, რომ ჟერარ პიკემ შვილები, 13 წლის მილანი და 11 წლის საშა უფრო ხშირად მოინახულოს მაიამიში, სადაც ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ.
შაკირამ კლარა ჩია მარტის მისი და ჟერარ პიკეს შვილების ნახვა აუკრძალა – რა წერია არტისტის მოთხოვნაში
შაკირა და 39 წლის ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ პიკე სამშაბათს ბარსელონაში სასამართლო სხდომაზე შეხვდნენ ერთმანეთს. დაშორებიდან ოთხი წლის შემდეგ, მათ შვილებთან დაკავშირებული მეურვეობის საკითხზე ახალი დავის მოგვარება სასამართლოს გზით უწევთ.
შაკირას მოთხოვნა ბავშვების მამასთან ურთიერთობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს. პირიქით, მომღერალი აცხადებს, რომ არ სურს შვილებმა პიკესთან ნაკლები დრო გაატარონ, თუმცა მიაჩნია, რომ ბავშვების მუდმივი მგზავრობა მაიამიდან ბარსელონაში მათთვის ზედმეტი დატვირთვაა.
სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში შაკირა აღნიშნავს, რომ მოკლე არდადეგების პერიოდში პიკეს თავად შეეძლო მაიამიში ჩასვლა და შვილების მათთვის ნაცნობ გარემოში მონახულება. მისი თქმით, ამ გზით ბავშვებს თავიდან აარიდებდნენ ხშირ ფრენებს.
მომღერლის პოზიციით, არსებული განრიგი გავლენას ახდენს ბიჭების სასკოლო, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შაკირა მიიჩნევს, რომ ბავშვების ცხოვრების სტაბილურობისთვის უკეთესი იქნება, თუ მამა მათ უფრო ხშირად ეწვევა მაიამიში.
2022 წელს წყვილი სკანდალით დაშორდა. მათი ურთიერთობის დასრულების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პიკეს ღალატი სახელდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს ურთიერთობა ჰქონდა კლარა ჩიასთან, რომელიც იმ პერიოდში მისი თანამშრომელი იყო.
„აი ეს არის ნამდვილი რევანში!“ – შაკირას ტრიბუნიდან ექს-პარტნიორი ჟერარ პიკე ადევნებდა თვალს
შაკირამ აღიარა, რომ ჟერარ პიკეს მიმართ კვლავ ორაზროვანი გრძნობები აქვს
