LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკურიდან ავანგარდამდე: ამალ კლუნი წითელი კორსეტით (ფოტო)

205

ამალ კლუნი უკვე იმ ვარსკვლავების რიცხვს მიეკუთვნება, ვისი ლუქიც ბევრად საინტერესოა მედიისთვის, ვიდრე საქმიანობა. ამჯერად ცნობილი ადვოკატი უცნაური სტილის სამოსით გამოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ანა ვინტურის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა ამერიკული Vogue-ის რედაქტორმა რედაქციაში საკადრო ცვლილების გამო მოეწყო და საზოგადოებას გამოცემის ახალი რედაქტორი სამანტა ბარი გააცნო.

ამალ კლუნი შეხვედრას ყველასთვის მოულოდნელად, საკმაოდ უცნაური სტილის სამოსით გამოჩნდა. ის წითელი ფერის კორსეტში იყო გამოწყობილი, რომელსაც გრძელი მაქმანებიანი შლეიფი ამშვენებდა. ანსამბლი კი შავი ფერის ჯინსებთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან იყო შეხამებული. კორსეტის ავტორი Isabella Allard-ის მოდის სახლია, რომელიც 80-იანი წლების ვინტაჟური სტილის სამოსის წარმოებითაა ცნობილი.

l

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები