LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „ოფთალმიჯი” პარიზის სამხატვრო ამერიკულ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

139

კლინიკა „ოფთალმიჯი” პარიზის სამხატვრო ამერიკულ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” „ოფთალმიჯიდან” აცნობეს, წელს თბილისში სტუმრად იმყოფებოდა პარიზის სამხატვრო ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი პიტერ კარმანი. ეს ვიზიტი განაპირობა მაისში პიტერ კარმანისა და კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის შეხვედრამ პარიზში. შეხვედრის მიზანი იყო „ოფთალმიჯის“ მიერ ვიზუალურ ხელოვნებაში დაარსებული პრემია „ჟირაფის“ გამარჯვებულთათვის სპეციალური პროგრამის შექმნა.

მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრემია „ჟირაფის“ გამარჯვებულები თვენახევრის მანძილზე იცხოვრებენ პარიზის სამხატვრო ამერიკული აკადემიის ბაზაზე, გაივლიან მასტერკლასს და იმუშავებენ პარიზის საგამოფენო გალერეებსა და მუზეუმებში. კონკურსზე, ჟიურის წევრების რანგში, წარმოდგენილი იქნებიან პარიზის სამხატვრო ამერიკული აკადემიის პედაგოგები”, – აცხადებენ „ოფთალმიჯში”.

მათივე ცნობით, 20 ოქტომბერს პარიზში შედგება მემორანდუმის ხელმოწერა მხარეებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები