LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში მოდის საერთაშორისო გამოფენაზე ექვსმა ქართულმა ბრენდმა მიიღო მონაწილეობა

113
11

საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ.

სააგენტოს თანადაფინანსებით და საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით,  აღნიშნული მაღალი რეპუტაციის მქონე ღონისძიება დამწყები ქართული კომპანიებისთვის საგანგებოდ შეირჩა, რადგან ის მათ ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად უნიკალურ შესაძლებლობას, ქართველ დიზაინერებს კი ახალი ტრენდების გაცნობისა და ბაიერებთან მარტივად დაკავშირების საშუალებას აძლევს.

Who’s Next პარიზში წელიწადში ორჯერ იმართება. მასზე წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებელი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრები, ისე ცნობილი ბრენდებიც. მოდის საერთაშორისო გამოფენას ყოველ სეზონზე 45 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა 70% ვერიფიცირებული შემსყიდველია.

პოპულალურები