LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სარკინიგზო ხაზის წყალობით, შარლ დე გოლის აეროპორტიდან პარიზის ცენტრში მოხვედრა 20 წუთში იქნება შესაძლებელი

129
პარიზი

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან სიყვარულის ქალაქის ცენტრში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო ხაზის წყალობით, მალე ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება.

CDG Express-ად წოდებული ახალი ხაზი, რომელიც 2027 წლის 28 მარტიდან ამოქმედდება, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტს პარიზის მე-10 ოლქში მდებარე აღმოსავლეთის ვაგზალთან (Gare de l’Est) პირდაპირ დააკავშირებს, ყოველგვარი შუალედური გაჩერების გარეშე.

მატარებელი აეროპორტიდან ყოველ 15 წუთში გავა და პარიზის ცენტრში მოხვედრას მხოლოდ 20 წუთი დასჭირდება. ის ახალ სარკინიგზო გზაზე იმოძრავებს ყოველდღიურად, დილის 05:00 საათიდან შუაღამემდე.

მგზავრობის ტარიფი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 16 წლამდე პირები, რომლებიც ოჯახთან ერთად მგზავრობენ, სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ასევე გათვალისწინებულია 30%-დან 40%-მდე ფასდაკლება ილ-დე-ფრანსის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც Navigo card-ს ფლობენ.

ამჟამად ქალაქთან სარკინიგზო კავშირისთვის მგზავრები RER B ხაზით სარგებლობენ, რომელიც 1977 წელს ამოქმედდა და ჩრდილოეთის ვაგზლამდე (Gare du Nord) მისვლას 34 წუთს ანდომებს. ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 11.80 ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g