LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა?

179

უძრავი ქონების ბაზარზე კომერციული ფართის გაქირავების კუთხით მოთხოვნა გაზრდილია.

როგორც ”ფორტუნას” სავაჭრო ცენტრ ”საბას” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მაზაშვილმა განუცხადა, ”საბა” გაფართოებას და დამატებითი კომერციული ფართების შექმნას გეგმავს.

”იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ფართებზე მოთხოვნა ისედაც დიდიაა, კიდევ უფრო მეტი ინტერესისთვის “საბამ” კომერციულ ფართებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს 1 კვადრატული მეტრის შეძენა 3.5 დოლარად შეუძლია”, – განაცხადა მაზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრი 50 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს. აქედან გასაქირავებელი ტერიტორიის 20%-ია, რაც 10 ათას კვადრატულს გულისხმობს.

სავაჭრო ცენტრ ”საბას” გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეზღუდვა არ არსებობს და ”საბაში” ფართის ქირაობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სხვადასხვა პროფილის საქმიანობისთვის.

”არ არის აუცილებელი რომ აქ გაიხსნას მაინც და მაინც ავეჯის მაღაზია. ამ მხრივ შეზღუდვა არ გვაქვს და მივესალმებით, ტექნიკის მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების გახსნას, მოკლედ რომ ვთქვათ, ”საბა”  მრავალპროფილური ხდება”, – განმარტა მაზაშვილმა.

სავაჭრო ცენტრი ”საბა”  2005 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ძირითადი საქმიანობა, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი ავეჯით ვაჭრობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები